воскресенье, 12 октября 2014 г.
суббота, 11 октября 2014 г.
VIII დღე
ტრენინგის დასაწყისში ტრენერმა გაგვაცნო ტრენინგ დღის მიზანი და ამოცანები, რის შემდეგაც ისაუბრა სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა ჩართვაზე პროექტში. შემდეგ კი გავხსენით ჩვენი პროექტის გეგმა და შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების გრაფა. შემდეგ გავაკეთეთ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის პრეზენტაციის შაბლონი და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.
воскресенье, 5 октября 2014 г.
VII დღე
ტტრენინგის დასაწყისში ტრენერმა გაგვაცნო ტრენინგის მიზანი და ამოცანები, შემდეგ კი ისაურა მოსწავლეთა პროექტების შეფასებაზე და გაგავცნო შერფასების სტრატეგიები. შემდეგ საკითხავი მასალის რესურსებიდან ჩამოვტვირთეთ განმავითარებელი თვითშეფასების რუბრიკა და შევავსეთ კითხვარი, შემდეგ კი ავიტვირთეთ ელ. ფოსტაზე.
ტრენინგის შემდეგ ნაწილში გავეცანით შეფასების რუბრიკებსა და ტიპებს და წავიკითხეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების დაგეგმვა, რის შემდეგაც განვიხილეთ საკითხავი მასალის რესურსებში მოცემულ სხვადასხვა დავალების შეფასების რუბრიკებს და შევქმენით მოსწავლის ნაშრომისათვის შეფასების რუბრიკა. ტრენინგზე შეფასების რუბრიკა ავტვირთეთ ელ. ფოსტაზე.
ტრენინგის შემდეგ ნაწილში გავეცანით შეფასების რუბრიკებსა და ტიპებს და წავიკითხეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების დაგეგმვა, რის შემდეგაც განვიხილეთ საკითხავი მასალის რესურსებში მოცემულ სხვადასხვა დავალების შეფასების რუბრიკებს და შევქმენით მოსწავლის ნაშრომისათვის შეფასების რუბრიკა. ტრენინგზე შეფასების რუბრიკა ავტვირთეთ ელ. ფოსტაზე.
суббота, 4 октября 2014 г.
VI დღე
ტრენინგის მეექვსე დღე ტრენერმა დაიწყო ტრენინგის მიზნისა და ამოცანების და დღის წესრიგის გაცნობით. შემდეგ კი დაგვავალა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის drive-ში ატვირთვა და blog-ზე გამოქვეყნება. გამოქვეყნების შემდეგ კი დავაკომენტარეთ ერთმანეთის ნამუშევრები. შემდეგ კი ვიმუშავეთ blog-ზე და შევცვალეთ blog-ის ფონი, დავამატეთ სურათები და გამოკითხვისა და სტატისტიკის გაჯეტები.
შესვენების შემდეგ ტრენერმა დაგვავალა ჩვენი პროექტის გეგმაში მუშაობა, კერძოდ, გეგმაში შევავსეთ პროექტზე მუშაობისათვის საჭირო საბაზისო უნარ-ჩვევები და დეტალურად აღვწერეთ პროექტის ფარგლებში შემავალი პროცედურები.
შესვენების შემდეგ ტრენერმა დაგვავალა ჩვენი პროექტის გეგმაში მუშაობა, კერძოდ, გეგმაში შევავსეთ პროექტზე მუშაობისათვის საჭირო საბაზისო უნარ-ჩვევები და დეტალურად აღვწერეთ პროექტის ფარგლებში შემავალი პროცედურები.
воскресенье, 28 сентября 2014 г.
V დღე
ტრენინგ დღე დავიწყეთ წინა დღეს გაკეთებული პრეზენტაციის google drive-ზე ატვირთვით, რომელიც შემდეგ ბლოგზე გამოვაქვეყნეთ embed კოდის საშუალებით. შემდეგ საკითხავ მასალაში გავეცანით საავტორო უფლებების დაცვას და ვნახეთ ამ თემაზე შექმნილი სლაიდი. გავეცანით მარტივად შესაქმნელი ბიბლიოგრაფიის შაბლონს. შემდეგ წავიკითხეთ საკითხავ მასალაში ინტერნეტის გამოყენება კვლევისთვის და მოვძებნეთ youtube-ზე პროექტის თემის შესაბამისი ვიდეო, რომელიც გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.
შესვენების შემდეგ ტრენერმა ისაუბრა სასწავლო ნიმუშების შესახებ და დაგვავალა საკითხავი მასალის წაკითხვა და რესურსებიში მოცემული ნიმუშების დათვალიერება. შემდეგ კი დაგვავალა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა.
შესვენების შემდეგ ტრენერმა ისაუბრა სასწავლო ნიმუშების შესახებ და დაგვავალა საკითხავი მასალის წაკითხვა და რესურსებიში მოცემული ნიმუშების დათვალიერება. შემდეგ კი დაგვავალა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა.
IV დღე
ტრენინგის მეოთხე დღეს ტრენერმა გაგვაცნო დღის წესრიგი, შემდეგ კი დაგვავალა საკითხავ მასალაში შეფასების სხვადასხვა მეთოდების წაკითხვა, შემდეგ კი თავად ისაუბრა შეფასების მნიშვნელობის შესახებ და გაგვაცნო მისი ფორმები. შემდეგ დაგვავალა შეფასების ფორმების დაგეგმვის ჩამოტვირთვა და გაცნობა, ასევე შეფასების სხვადასხვა მეთოდის გზამკვლევი გაგვაცნო, სადაც მოცემული იყო შეფასების ხუთი მიზანი და შესაბამისი მეთოდები და ინსტრუმენტები. თეორიული ინფორმაციის გაცნობის შემდეგ სახელმძღვანელოში წავიკითხეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის შექმნის ინსტრუქცია, რის მიხედვითაც ტრენერმა დაგვავალა ჩვენი პროექტის გეგმაში შეფასების დროის ჩარჩოს შექმნა და შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზის დაწერა.
შესვენების შემდეგ კი გავაკეთეთ ჩვენი გეგმის პრეზენტაცია PowerPoint-ში. დასასრულს კი დღე შევაჯამეთ ბლოგზე.
შესვენების შემდეგ კი გავაკეთეთ ჩვენი გეგმის პრეზენტაცია PowerPoint-ში. დასასრულს კი დღე შევაჯამეთ ბლოგზე.
воскресенье, 21 сентября 2014 г.
III დღე
ტრენინგის მესამე დღე დავიწყეთ ბუკლეტებზე მუშაობით და შევქმენით ბუკლეტის მეორე გვერდი. შემდეგ ჩამოვტვირთეთ ესგ და მოვძებნეთ მასში საგნობრივი სტანდარტი და ის შედეგები და ინდიატორები, რომლებზე გასვლაშიც ჩვენი პროექტი დაგვეხმარება. სახელმძღვანელოს რესურსებიდან ჩამოვტვირთეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომია და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების შესაბამისი ლექსიკა, რაც გამოვიყენეთ შემდეგ პროექტის მიზნების ფორმულირებისას. შემდეგ კი პროექტის გეგმაში შევიტანეთ შედეგები და ინდიკატორები და ჩამოვაყალიბეთ პროექტის მიზანი.
ჩამოყალიბებული პროექტის მიზანი გამოვიყენეთ ბუკლეტის დასრულებაში და შევიტანეთ ერთ-ერთ კომპონენტად. ამის შემდეგ ტრენერმა ისაუბრა მიმართულების მიმცემ კითხვებზე და ვნახეთ შესაბამისი პრეზენტაცია. ბოლოს კი ჩვენს გეგმას დავამატეთ მიმართულების მიმცემი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
ტრენინგიას მსვლელობისას აქტივობებს შორის ვკითხულობდით ელექტრონულ სახელმძღვანელოს.
суббота, 20 сентября 2014 г.
II დღე
მეორე დღე დავიწყეთ პირველი დღის რეფლექსიის ბლოგზე
გამოქვეყნებითა და კომენტარების დაწერით. შემდეგ ჩამოვტვირთეთ და ჩვენს საქაღალდეში
შევინახეთ პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი და პორტფოლიოს რუბრიკა. შემდეგ ინტერნეტიდან
გადმოვტვირთეთ ჩვენი პროექტის თემასთან დაკავშირებული ფოტომასლა.
ტრენერმა განიხილა პუბლიკაციის (ბუკლეტის) ფორმა და
გვასწავლა მისი შექმნა, შემდეგ კი შევქმენით ჩვენი პროექტისათვის ბუკლეტის პირველი
გვერდი. ტრენინგის დასასრულს კი დავიწყეთ პროექტის გეგმის შევსება.
I დღე
ტრენერმა გაგვაცნო კურსის სტრუქტურა და მიზნები და ამოცანები.
შემდეგ კი გავეცანით ინტელის სახელმძღვანელოს, საიდანაც ჩამოვტვირთეთ 21-ე საუკუნის
უნარ-ჩვევები და გავეცანით. შემდეგ ტრენერმა ისაუბრა ბუკლეტის მნიშვნელობაზე პროექტზე
მუშაობისას. დესკტოპზე შევქმენით ჩვენი მომავალი პროექტის საქაღალდე და კურსის რესურსებში
ჩავყარეთ 21-ე საუკუნის უნარები და chek
list-ი. შემდეგ ტრენერმა ჩამოგვატვირთვინა პროექტის შაბლონი
და განიხილა მისი შემადგენელი პუნქტები, რის შემდეგაც ვნახეთ რამდენიმე მზა პროექტის
ნიმუში. პროექტის ნიმუშების დათვალიერების შემდეგ ტრენერმა დაგვარეგისტრირა gmail-სა და blog-ზე.
Подписаться на:
Сообщения (Atom)