ტრენინგის მესამე დღე დავიწყეთ ბუკლეტებზე მუშაობით და შევქმენით ბუკლეტის მეორე გვერდი. შემდეგ ჩამოვტვირთეთ ესგ და მოვძებნეთ მასში საგნობრივი სტანდარტი და ის შედეგები და ინდიატორები, რომლებზე გასვლაშიც ჩვენი პროექტი დაგვეხმარება. სახელმძღვანელოს რესურსებიდან ჩამოვტვირთეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომია და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების შესაბამისი ლექსიკა, რაც გამოვიყენეთ შემდეგ პროექტის მიზნების ფორმულირებისას. შემდეგ კი პროექტის გეგმაში შევიტანეთ შედეგები და ინდიკატორები და ჩამოვაყალიბეთ პროექტის მიზანი.
ჩამოყალიბებული პროექტის მიზანი გამოვიყენეთ ბუკლეტის დასრულებაში და შევიტანეთ ერთ-ერთ კომპონენტად. ამის შემდეგ ტრენერმა ისაუბრა მიმართულების მიმცემ კითხვებზე და ვნახეთ შესაბამისი პრეზენტაცია. ბოლოს კი ჩვენს გეგმას დავამატეთ მიმართულების მიმცემი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
ტრენინგიას მსვლელობისას აქტივობებს შორის ვკითხულობდით ელექტრონულ სახელმძღვანელოს.
ყოჩაღ კარგად გიმუშავია
ОтветитьУдалить