ტრენინგის მეოთხე დღეს ტრენერმა გაგვაცნო დღის წესრიგი, შემდეგ კი დაგვავალა საკითხავ მასალაში შეფასების სხვადასხვა მეთოდების წაკითხვა, შემდეგ კი თავად ისაუბრა შეფასების მნიშვნელობის შესახებ და გაგვაცნო მისი ფორმები. შემდეგ დაგვავალა შეფასების ფორმების დაგეგმვის ჩამოტვირთვა და გაცნობა, ასევე შეფასების სხვადასხვა მეთოდის გზამკვლევი გაგვაცნო, სადაც მოცემული იყო შეფასების ხუთი მიზანი და შესაბამისი მეთოდები და ინსტრუმენტები. თეორიული ინფორმაციის გაცნობის შემდეგ სახელმძღვანელოში წავიკითხეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის შექმნის ინსტრუქცია, რის მიხედვითაც ტრენერმა დაგვავალა ჩვენი პროექტის გეგმაში შეფასების დროის ჩარჩოს შექმნა და შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზის დაწერა.
შესვენების შემდეგ კი გავაკეთეთ ჩვენი გეგმის პრეზენტაცია PowerPoint-ში. დასასრულს კი დღე შევაჯამეთ ბლოგზე.
შესვენების შემდეგ კი გავაკეთეთ ჩვენი გეგმის პრეზენტაცია PowerPoint-ში. დასასრულს კი დღე შევაჯამეთ ბლოგზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий