ტრენინგ დღე დავიწყეთ წინა დღეს გაკეთებული პრეზენტაციის google drive-ზე ატვირთვით, რომელიც შემდეგ ბლოგზე გამოვაქვეყნეთ embed კოდის საშუალებით. შემდეგ საკითხავ მასალაში გავეცანით საავტორო უფლებების დაცვას და ვნახეთ ამ თემაზე შექმნილი სლაიდი. გავეცანით მარტივად შესაქმნელი ბიბლიოგრაფიის შაბლონს. შემდეგ წავიკითხეთ საკითხავ მასალაში ინტერნეტის გამოყენება კვლევისთვის და მოვძებნეთ youtube-ზე პროექტის თემის შესაბამისი ვიდეო, რომელიც გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.
შესვენების შემდეგ ტრენერმა ისაუბრა სასწავლო ნიმუშების შესახებ და დაგვავალა საკითხავი მასალის წაკითხვა და რესურსებიში მოცემული ნიმუშების დათვალიერება. შემდეგ კი დაგვავალა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა.