პროექტებით სწავლება
воскресенье, 12 октября 2014 г.
суббота, 11 октября 2014 г.
VIII დღე
ტრენინგის დასაწყისში ტრენერმა გაგვაცნო ტრენინგ დღის მიზანი და ამოცანები, რის შემდეგაც ისაუბრა სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა ჩართვაზე პროექტში. შემდეგ კი გავხსენით ჩვენი პროექტის გეგმა და შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების გრაფა. შემდეგ გავაკეთეთ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის პრეზენტაციის შაბლონი და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.
воскресенье, 5 октября 2014 г.
VII დღე
ტტრენინგის დასაწყისში ტრენერმა გაგვაცნო ტრენინგის მიზანი და ამოცანები, შემდეგ კი ისაურა მოსწავლეთა პროექტების შეფასებაზე და გაგავცნო შერფასების სტრატეგიები. შემდეგ საკითხავი მასალის რესურსებიდან ჩამოვტვირთეთ განმავითარებელი თვითშეფასების რუბრიკა და შევავსეთ კითხვარი, შემდეგ კი ავიტვირთეთ ელ. ფოსტაზე.
ტრენინგის შემდეგ ნაწილში გავეცანით შეფასების რუბრიკებსა და ტიპებს და წავიკითხეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების დაგეგმვა, რის შემდეგაც განვიხილეთ საკითხავი მასალის რესურსებში მოცემულ სხვადასხვა დავალების შეფასების რუბრიკებს და შევქმენით მოსწავლის ნაშრომისათვის შეფასების რუბრიკა. ტრენინგზე შეფასების რუბრიკა ავტვირთეთ ელ. ფოსტაზე.

суббота, 4 октября 2014 г.
VI დღე
ტრენინგის მეექვსე დღე ტრენერმა დაიწყო ტრენინგის მიზნისა და ამოცანების და დღის წესრიგის გაცნობით. შემდეგ კი დაგვავალა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის drive-ში ატვირთვა და blog-ზე გამოქვეყნება. გამოქვეყნების შემდეგ კი დავაკომენტარეთ ერთმანეთის ნამუშევრები. შემდეგ კი ვიმუშავეთ blog-ზე და შევცვალეთ blog-ის ფონი, დავამატეთ სურათები და გამოკითხვისა და სტატისტიკის გაჯეტები.
შესვენების შემდეგ ტრენერმა დაგვავალა ჩვენი პროექტის გეგმაში მუშაობა, კერძოდ, გეგმაში შევავსეთ პროექტზე მუშაობისათვის საჭირო საბაზისო უნარ-ჩვევები და დეტალურად აღვწერეთ პროექტის ფარგლებში შემავალი პროცედურები.

воскресенье, 28 сентября 2014 г.
V დღე
ტრენინგ დღე დავიწყეთ წინა დღეს გაკეთებული პრეზენტაციის google drive-ზე ატვირთვით, რომელიც შემდეგ ბლოგზე გამოვაქვეყნეთ embed კოდის საშუალებით. შემდეგ საკითხავ მასალაში გავეცანით საავტორო უფლებების დაცვას და ვნახეთ ამ თემაზე შექმნილი სლაიდი. გავეცანით მარტივად შესაქმნელი ბიბლიოგრაფიის შაბლონს. შემდეგ წავიკითხეთ საკითხავ მასალაში ინტერნეტის გამოყენება კვლევისთვის და მოვძებნეთ youtube-ზე პროექტის თემის შესაბამისი ვიდეო, რომელიც გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.
შესვენების შემდეგ ტრენერმა ისაუბრა სასწავლო ნიმუშების შესახებ და დაგვავალა საკითხავი მასალის წაკითხვა და რესურსებიში მოცემული ნიმუშების დათვალიერება. შემდეგ კი დაგვავალა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა.

Подписаться на:
Сообщения (Atom)